TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოჯი:“ მაროტას მოშორება ისევე სურთ, როგორც ეს ჩემ შემთხვევაში მოხდა“

ლუჩიანო მოჯიმ ჯანლუკა როკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ინტერის პრეზიდენტი ბეპე მაროტა დაიცვა.

„ისინი მაროტას მოშორებას ცდილობენ, რადგან ის ამ მომენტისთვის თავის საქმეში მსოფლიოში საუკეთესოა, მათ 2006 წელს იგივე მე გამიკეთეს. ამბობდნენ, რომ მსოფლიოში საუკთესო ვიყავი, რომ ჩემთან ერთად გუნდი იმარჯვებდა, მათთვის თავის სატკივარი გავხდი და ჩემი მოშორება გადაწყვიტეს.

„ვინ ? ამ კითხვას მე არ უნდა მისვამდეთ, მე უბრალოდ ანალოგიურ სიტუაციაზე მივუთითებ. მაროტა არის ადამიანი, რომელმაც გუნდის აშენება იცის. დღევანდელ საშუალო დონის ფეხბურთში, რომელიც 2006 წელს განადგურდა, მაროტა თავისი საქმის პროფრსორია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !