იუვენტუსი რეინდერსის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერით ინტერესდება.
მილანის ყოფილი ფეხბურთელი ქალაქელთა რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და ზაფხულში დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
გამოცემა Sportal.it-ის ცნობით, 27 წლის ნიდერლანდელის ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია. ქალაქელები მის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც ტურინელთათვის რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
