TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ მილანი ძალიან ძლიერი გუნდია, ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ“

პიერ კალულუმ მილანთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ დღეს ძალიან დაბალანსებული მატჩი ჩავატარეთ. ვიცოდით, რომ მილანი კონტრ-შეტევებზე ძალიან სახიფათო იქნებოდა და ჩვენ მათ ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობა მაქსიმალურად შევუზღუდეთ. ვფიქრობ, მცველებს შეტევაში ჩართვა მეტად გვმართებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად ვითამაშეთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან ორგანიზებულია და რომლის წინააღმდეგ მომენტების შექმნა ჭირს.

„მილანი გიქმნის ილუზიას, რომ ბურთსა და ტემპს შენ აკონტროლებ, თუმცა ლეაუს, პულისიკსა და რაბიოს ნებისმიერ მომენტში შენი დასჯა შეუძლიათ, ამიტომ ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებდა.

„მართალია გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ სახლში მნიშვნელოვანი ქულა მიგვაქვს და ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !