TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლოკატელი:“ ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით“

მანუელ ლოკატელის კომენტარი მილანთან მატჩის შემდეგ.

„ვიცოდით, რომ მილანთან ძალიან რთული დაპირისპირება გველოდებოდა. ჩვენ მათგან თამაშის ჩაკეტვას ველოდებოდით, ისინი თავს ძალიან ორგანიზებულად და კომპაქტურად იცავენ, რაც მომენტის შექმნას ძალიან ართულებს. ჩვენ მოედანზე გამარჯვებისთვის გავედით, თუმცა საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა გადავერთოთ.

„შეჯახება მოდიჩთან ? სამწუხაროა, რომ ასეთი დონის ჩემპიონს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. მე მას ბოდიში მოვუხადე, რა თქმა უნდა, ეს სათამაშო ეპიზოდი იყო. იმედი მაქვს, ლუკას დაზიანება სერიოზული არ არის.

„ახლა ჩვენ დარჩენილ 4 შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ყველაფერი ჩვენს ხელთ არის, თუ დარჩენილ მატჩებში გავიმარჯვებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოვიპოვებთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !