ლივერპულის ინტერესის მიუხედავად, კოლოს იუვენტუსში დაბრუნება სურს
ბრიტანული გამოცემა Football Insider-ის ცნობით, ლივერპულს ზაფხულში რანდალ კოლო მუანის გაფორმება გაუჭირდება.
წყაროს ცნობით, ლივერპულის ინტერესის მიუხედავად, ფრანგ ფეხბურთელს ზაფხულში იუვენტუსის რიგებში დაბრუნება სურს, ამიტომ ამ მომენტისთვის სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
იუვენტუსი პსჟ-სთან კოლოს თაობაზე მოლაპარაკებებს სეზონის მიწურულს დაიწყებს და მის გაფორმებას 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
