იუვენტუსმა ჩელიკთან მოლაპარაკებები განაახლა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა რომას ფეხბურთელთან ზეკი ჩელიკისთან მოლაპარაკებები განაახლა.
წყაროს ცნობით, ჯან პიერო გასპერინის თურქი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან და დიდი ალბათობით ჩელიკი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
იუვენტუსი მზად არის, თურქ ფეხბურთელს 3-წლიანი კონტრაქტი და გასამრჯელოს სახით მოთხოვნილი 2.4 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
