TuttoJuve

Juve per sempre sarà

კანავარო:“ იტალიამ თავისი იდენტობა და სულისკვეთება დაკარგა“

ლეგენდარულმა ფაბიო კანავარომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე იტალიის ნაკრების კიდევ ერთ ფიასკოზე ისაუბრა.

„იტალიის ნაკრების მუნდიალს მიღმა დარჩენა თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მტკივნეულია. კიდევ ერთხელ, ჩვენ უფრო სუსტი მეტოქეების დამარცხება ვერ შევძელით. ნაკრებმა ბოლო პერიოდში 3 მწვრთნელი გამოცვალა, აშკარაა, რომ ეს პრობლემა არ არის.

„იტალიამ თავისი იდენტობა და სულისკვეთება დაკარგა. გუნდმა აღარ იცის, თუ როგორ დაიცვას თავი. ჩვენ ისრაელისა და ნორვეგიის ნაკრებებს ასე მარტივად გოლების გატანის შესაძლებლობას არ უნდა ვაძლევდეთ, ეს ჩვენს DNA-ს არ შეეფერება, ჩვენ წნეხის ქვეშ როგორც ყინული ისე ვდნებით და არ ვიცით, რა გავაკეთოთ.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !