TuttoJuve

Juve per sempre sarà

იტალიის მსაჯთა ასოციაციის უფროსის ჯანლუკა როკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იტალიის მსაჯთა ასოციაციის უფროსის ჯანლუკა როკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, როკის სპორტულ თაღლითობაში თანამონაწილეობაში ედება ბრალი.

ვიტიელოს თქმით, გამოძიება VAR-ის არაერთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მათ შორის ინტერი – ვერონას შეხვედრის პროცესში ბასტონისა და დუდას ეპიზოდზე, როდესაც იტალიელმა მცველმა მეტოქე იდაყვის გამოყენებით წააქცია და ინტერისთვის შეტევა წამოიწყო, რომელიც საბოლოო ჯამში გამარჯვების გოლით დასრულდა, თუმცა VAR-მა გოლი არ გააუქმა.

გამოძიება ბოლო 2 სეზონის განმავლობაში VAR-ის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილებს ყურადღებას. გამოძიებას მილანის პროკურატურა წარმართავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !