TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერს იუვენტუსში დარჩენა და კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

იტალიური მედიის ცნობით, გლეისონ ბრემერი სეზონის ბოლოს იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ტურინულ გრანდს ამბიციური პროექტი აქვს და გუნდი ლუჩიანო სპალეტისთან ერთად ტიტულებისთვის იბრძოლებს, ამიტომ ინგლისელების ინტერესის მიუხედავად, მას ტურინის დატოვება არ სურს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ბრემერის აგენტთან შეხვედრას მომდევნო კვირებში გამართავს და ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს შეუდგება. ტურინულ გრანდს სურს, გლეისონის კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივოს და მისი გამოსასყიდი პუნქტი, რომლის გააქტიურებაც ახლა ნებისმიერ გუნდს 54 მილიონად შეუძლია, საბოლოოდ გააუქმოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !