TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯენოას ფორვარდის მატეო რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, გუნდიდან არკადიუშ მილიკის წასვლის შემთხვევაში, ტიაგო მოტა იტალიელ ფეხბურთელს ვიცე-ვლაჰოვიჩის პოზიციაზე იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.

გენუელები მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს ითხოვენ, თუმცა ჯენოა იუვენტუსის რამდენიმე ახალგაზრდა ტალანტით ინტერესდება და დიდია ალბათობა, ბიანკონერიმ ეს თანხა რომელიმე მათგანის ჩართვით შეამციროს.