TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლივერპული ალისონის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს

იუვენტუსი ალისონის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

ტურინულ გრანდს იმედი ჰქონდა, რომ ბრაზილიელის უფასოდ გაფორმებას შეძლებდა, თუმცა ინგლისელები მასთან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტას არ აპირებენ და 10 მილიონ ევროს ითხოვენ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ალისონი ლივერპულთან დაპირისპირებას არ აპირებს და თუ გუნდები ვერ შეთანხმდებიან, ის სქაუზერთა რიგებში დარჩება.

იუვენტუსმა ალისონთან 3-წლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელი გასამრჯელოს სახით 5 მილიონს მიიღებს.

თუ ალისონის ტრანსფერი ჩაიშალა, ტურინული გრანდი ფიორენტინადან დავიდ დე ხეას გაფორმებას გეგმავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !