იუვენტუსმა სტოუნსის აგენტთან შეხვედრა გამართა
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის მცველის ჯონ სტოუნსის აგენტს შეხვდა.
ინგლისელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისმა აგენტმა ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო.
სტოუნსის სამსახური სხვა გუნდებთან ერთად იუვენტსსაც შესთავაზეს. ტურინული გრანდი ფეხბურთელის კლასისა და გამოცდილების ფონზე მის გაფორმებას განიხილავს, თუმცა პრობლემა ინგლისელის ხშირი ტრავმიანობაა, რის გამოც იუვენტუსს ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
