ლევანდოვსკის აგენტი მილანი – იუვენტუსს დაესწრება
Tuttosport-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი უახლოეს საათებში იტალიაში ჩაფრინდება, მილანი – იუვენტუსის მატჩს დაესწრება, რის შემდეგაც ორივე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება და მათ წინადადებებს მოისმენს.
იტალიური გრანდები ვეტერანი პოლონელი ფორვარდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და ამ მომენტისთვის იუვენტუსი ფავორიტად მოიაზრება.
ტურინელები მზად არიან, ლევანდოვსკის 1-წლიანი კონტრაქტი და გასამრჯელოს სახით 5-6 მილიონი ევრო შესთავაზონ, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
