TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ნიცა ტოდიბოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ნიცა ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფრანგ ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში იუვენტუსს მისი გაფორმება 35 მილიონი ევრო დაუჯდება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს ტოდიბოს ტრანსფერის დახურვამდე დინ ჰეისენის გაყიდვა მოუწევს.

29 views
error: დაცული კონტენტი !