სპალეტის ჰოლმის შენარჩუნება უნდა
ლუჩიანო სპალეტის მომდევნო სეზონში ემილ ჰოლმის შენარჩუნება სურს.
Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელი სპეციალისტი შვედი ფეხბურთელის უნივერსალურობითა და ტაქტიკური განსწავლულობით კმაყოფილია და გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მისი შენარჩუნება უნდა.
იუვენტუსი შვედის გამოსასყიდი თანხის – 15 მილიონის გადახდას არ აპირებს. გუნდის ხელმძღვანელობა ბოლონიასთან შეხვედრას გამართავს და ფეხბურთელის იჯარის 1 წლით გახანგრძლივებას ეცდება, შემდგომში 10 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
