სილვას გასაფორმებლად იუვენტუსს პირველ რიგში ლიგის საგზური სჭირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, ბერნარდო სილვა იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს და პირადი კონტრაქტის თაობაზე საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
მორეტოს თქმით, იუვენტუსს სილვას გასაფორმებლად პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სჭირდება, ეს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რადგან სილვას მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და ტიტულებისთვის ბრძოლა სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
