იუვენტუსი ფრატეზის მიმართ ინტერესს არ კარგავს
მილანური გამოცემა L’Interista-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ინტერის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი დავიდეს გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ ინტერმა ფეხბურთელის გაყიდვა არ ისურვა.
წყაროს ცნობით, დავიდეს ტრანსფერისთვის ზაფხულში იუვენტუსი და რომა იბრძოლებენ. მისი ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
