ჯენოას პერინის დაბრუნება სურს
ზაფხულში ჯენოა მატია პერინის ტრანსფერზე მუშაობის განახლებას გეგმავს.
გენუელები იტალიელი კიპერის ტრანსფერზე იანვარში მუშაობდნენ და Tuttomercato-ს ინფორმაციით, დანიელე დე როსის მოთხოვნით, ჯენოა იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, პერინმა იცის, რომ ის იუვენტუსში სასტარტო კიპერი არ იქნება, ამიტომ ჯენოაში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
