TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინტერი რაბიოს გაფორმებას ცდილობს

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინტერი იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის ადრიენ რაბიოს გაფორმებას ცდილობს.

წყაროს ცნობით, ბეპე მაროტა ხუან კაბალის ტრანსფერის ჩაშლის გამო უკმაყოფილო დარჩა და ტურინული გრანდისთვის ერთგვარი სამაგიეროს გადახდა ადრიენ რაბიოს გაფორმებით სურს.

ფრანგი ფეხბურთელის იუვენტუსიდან წასვლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა და ნერაძურის მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაფორმება სურს, თუმცა თავად რაბიოს პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ინგლისში თამაშია.