TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ინგლისელების შემდეგ, კოპმეიენრსმა უარი ნაპოლის უთხრა, ტეუნს იუვენტუსში თამაში სურს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერზე ნაპოლი გააქტიურდა, თუმცა პარტენოპეიმ კატეგორიული უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელს, ვინც აქამდე უარით ინგლისური გუნდები გაისტუმრა, იუვენტუსში თამაში სურს და სხვა წინადადებების განხილვაზე უარს ამბობს.

იუვენტუსსა და კოპმეიენრსს შორის 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. ბიანკონერი მისი ტრანსფერის დახურვას მატიას სულეს გაყიდვისთანავე ეცდება.