ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები სერბის ახალი ტრავმის გამო გადაიდო
იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები სერბის კიდევ ერთი ტრავმის გამო გადაიდო.
წყაროს ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, სერბი გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა და მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 7 მილიონი იქნებოდა.
ლონგოს თქმით, კიდევ ერთი ტრავმის მიღების შემდეგ კომოლიმ მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე გადადო, რადგან ვლაჰოვიჩის ფიზიკური კონდიციებით უკმაყოფილოა და სურს, მისი თამაში სეზონის ბოლო მატჩებში შეაფასოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
