TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი დაფარას კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ახალგაზრდა იტალიელი კიპერის ჯოვანი დაფარას აგენტს შეხვდება და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს.

დაფარა სერია ბ-ში მოასპარეზე აველინოს რიგებში ასპარეზობს და სეზონის ბოლოს იუვენტუსის NextGen-ს დაუბრუნდება.

იუვენტუსი მას ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ ტალანტად მოიაზრებს და მიმდინარე კონტრაქტის 2028 წლიდან 2030 წლამდე გახანგრძლივება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !