ალისონი იუვენტუსის პრიორიტეტულ არჩევნად რჩება
იუვენტუსი ლივერპულის კარის დარაჯის ალისონის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა ზაფხულში მიკელე დი გრეგორიოს 15-20 მილიონად გაყიდვა შეძლო, ტურინული გრანდი ბრაზილიელის გაფორმებას ეცდება.
წყაროს ცნობით, პრობლემა ალისონის მაღალი ხელფასი – 8 მილიონი ევროა და მას ტურინში ტრანსფერის სანაცვლოდ გასამრჯელოს 3.5-4 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
