იუვენტუსს მომდევნო სეზონში პერინის შენარჩუნება სურს
მატია პერინი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში იუვენტუსის რიგებში დარჩება.
რომეო აგრესტის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის იტალიელი კიპერის შენარჩუნება სურს, ის სათადარიგო მეკარედ დარჩება.
პერინის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა იტალიელთან ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გაახანგრძლივოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
