TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლი ლობოტკას იუვენტუსში არ გაუშვებს

ნეაპოლიტანური გამოცემა Tuttonapoli-ს ინფორმაციით, ნაპოლი სტანისლავ ლობოტკას იუვენტუსში გაშვებას არ აპირებს.

31 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და ის დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს. ლობოტკას გასულ კვირებში იუვენტუსს უკავშირებდნენ, თუმცა წყაროს ცნობით, დე ლაურენტისი სლოვაკის ტურინში გაშვებას არც კი განიხილავს.

მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონია მითითებული, თუმცა ამ პუნქტის გამოყენება მხოლოდ არაიტალიურ გუნდებს შეუძლიათ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !