კალულუს ტრანსფერით ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან
მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, იუვენტუსის მცველის პიერ კალულუს მიმართ ინტერესი ლივერპულმაც გამოთქვა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ზაფხულში ინგლისური გრანდების ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
იუვენტუსი თავის მხრივ კალულუს მარტივად დათმობას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
