TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სულეს რომაში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია

იტალიური მედიის ცნობით, რომა იუვენტუსს მატიას სულეს თაობაზე კიდევ ერთ წინადადებას უმზადებს, რაც დიდი ალბათობით გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვისთვის საკმარისი იქნება.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჯალოროსის ბოლო წინადადება ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 32-33 მილიონი ევრო იქნება, რაც ბიანკონერის მოთხოვნილ 35 მილიონთან საკმაოდ ახლოს არის.

სულეს მაქსიმალურად მოკლე დროში გაყიდვა იუვენტუსის ინტერესშიც არის, რადგან მიღებული თანხის ბიანკონერი ტეუნ კოპმეინერსის გაფორმებას გეგმავს.