TuttoJuve

Juve per sempre sarà

მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა

იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში შექმნილი პრობლემების ფონზე, მილანი სერბი ფორვარდის ტრანსფერზე გააქტიურდა.

ტურინული გრანდი დუშანთან ეკონომიკური ასპექტების თაობაზე საერთო ენის გამონახვას ვერ ახერხებს და მისი გუნდიდან უფასოდ წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.

MilanNews-ის ცნობით, მილანმა ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებები განაახლა. ლომბარდიული გრანდის რიგებში დუშანის ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს და წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩსა და ალეგრის შორის საუბარი უკვე გაიმართა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !