სპალეტი საზაფხულო ტურნეში 3 ახალგაზრდა ტალანტს წაიყვანს
იუვენტუსი ზაფხულში გასული წლების ტრადიციას უღალატებს და გერმანიის ნაცვლად ტურინული გრანდი ჯერ ჩინეთში, შემდეგ კი ავსტრალიაში იმოგზაურებს, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
SportMediaset-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი ტურნეს დროს იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდებიდან რამდენიმე ფეხბურთელის წაყვანას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის საზაფხულო ტურნეს სავარაუდოდ 19 წლის ადინ ლიჩინა, 21 წლის დავიდ პუშკა და 16 წლის დესტინი ელიმონგალე შეუერთდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
