ადანი:“ სპალეტი იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია“
ლელე ადანიმ ალექს მანინგერის ხსოვნას პატივი მიაგო და ბოლონიასთან მატჩზე ისაუბრა.
„პირველ რიგში, მინდა ალექსის ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო. ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით და ვიცი, თუ რამდენად შესანიშნავი ადამიანი იყო ის. კომპლიმენტები იუვენტუსს, რომელმაც ალექსს შესაფერისი პატივი მიაგო.
„უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, იუვენტუსის თამაშით მოხიბლული ვარ. გუნდი პროაქტიურ, თანამედროვე, დომინანტ ფეხბურთს თამაშობს, ფეხბურთელებმა იციან, თუ რა გააკეთონ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კოლექტიურ დონეზე. მათ ბერგამოში დაამტკიცეს, რომ როდესაც ეს საჭიროა, გუნდს არც მეორე ნომრად თამაში უჭირს. აშკარაა, რომ იუვენტუსი სწორ გზაზე დგას.
„სპალეტი ? ვფიქრობ, ლუჩიანო საუკეთესო იტალიელი მწვრთნელია. ის ნამდვილი საფეხბურთო გენიოსია, ადამიანი, რომელსაც ფეხბურთი ძირისეულად ესმის და შეუძლია მეტოქის გეგმები წინასწარ გათვალოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, თუმცა მისი უდიდესი ძალა ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა, მათთან ადამიანური კავშირის დამყარებაა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
