სპალეტი ჟეგროვას თამაშით იმედგაცრუებულია და მისი გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია
რომეო აგრესტის ინფორმაციით, ბოლონიასთან მატჩმა დიდი ალბათობით ედონ ჟეგროვას ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.
კოსოვოელმა ფეხბურთელმა გუშინ იშვიათი შანსი მიიღო, რომელიც მან ვერ გამოიყენა. სპალეტი მისი მოქმედებებით და მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო და სავარაუდოდ ჟეგროვას დრო მომდევნო ტურებში კიდევ უფრო შეიზღუდება.
აგრესტის თქმით, კოსოვოელის მწირი დრო არა მის ფიზიკურ კონდიციებზე, არამედ ტექნიკურ ასპექტებთან არის დაკავშირებული და ის სპალეტის გეგმებში არ შედის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
