TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოდიბო იუვენტუსს უახლოვდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნიცას მცველი ჟან-კლერ ტოდიბო იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი 24 წლის მცველს 1-წლიანი იჯარით აიყვანს, მისი შემდგომში დაახლოებით 33 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

სკირას ცნობით, ნიცას გაცილებით კარგი წინადადებები აქვს, ინგლისელები მის სანაცვლოდ 36-37 მილიონს იხდიან, თუმცა თავად ფეხბურტელს იუვენტუსში თამაში სურს, რაც ფრანგებს მისი ტურინში გაშვების გარდა სხვა გზად არ უტოვებს.