იუვენტუსი გრიმალდოს ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ლევერკუზენის ფეხბურთელის ალეხანდრო გრიმალდოს ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი 30 წლის ესპანელი მარცხენა მცველის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და ესპანური მედიის ცნობით, იუვენტუსი მის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
გრიმალდოს კონტრაქტი გერმანელებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ მათ სეზონის ბოლოს ფეხბურთელის დაახლოებით 15 მილიონად გაყიდვა მოუწევთ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
