იუვე ლანსის მცველით ინტერესდება
იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის სიას ამჯერად ლანსის უკანახაზელი სამსონ ბაიდოო შეუერთდა.
22 წლის ავსტრალიელი ლანსს სეზონის სტარტზე ზალცბურგიდან 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არაერთი ევროპული გრანდის, მათ შორის იუვენტუსის და ინტერის ინტერესი დაიმსახურა.
ნიკოლო სკირას ინფორმაიით, ფრანგები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, 25-30 მილიონს ითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
