ძანიოლო იუვენტუსის სატრანსფერო სიაში დაბრუნდა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიკოლო ძანიოლო იუვენტუსის პოტენციური სატრანსფერო სამიზნეთა სიაში დაბრუნდა.
ფეხბურთელმა წარსულში არსებული მენტალური და ფიზიკური პრობლემები უკან მოიტოვა, უდინეზეში ფორმა დაიბრუნა და ძალიან კარგ სეზონს ატარებს. უდინელებს გალათასარაიდან მისი 9 მილიონად გამოსყიდვა შეუძლიათ და დიდი ალბათობით ამ პუნქტს გამოიყენებენ.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, მილანი და ნაპოლი იჩენენ. მისი იუვენტუსში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
