TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე კამბიაზოს სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს

ანდრეა კამბიაზოს მსურველთა სია დღითი დღე იზრდება და მისი გუნდიდან წასვლა რეალური ხდება.

მიმდინარე სეზონში არასტაბილური თამაშის ფონზე, ლუჩანო სპალეტი ზაფხულში იტალიელის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, თუ გუნდი შესაბამის წინადადებას მიიღებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 45-50 მილიონს ითხოვს. ანდრეას მიმართ ინტერესს როგორც მილანი, ასევე ინგლისური გუნდები იჩენენ. მსურველთა სიას ახლახანს არსენალიც შეემატა.

კამბიაზოს წასვლის შემთხვევაში იუვენტუსი რიკარდო კალაფიორის ან დესტინი უდოჯის, ასევე უფასოდ ლეონარდო სპინაცოლას გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !