TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვას მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავს

ალფრედო პედულას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის მთავარი სამიზნის ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმება ივლისის ბოლომდე სურს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი უახლოეს პერიოდში მატიას სულეს გაუშვებს, რის შემდეგაც ლა დეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

პედულას ცნობით, იუვენტუსსა და კოპმეიენრსის წარმომადგენლებს შორის ხშირი კონტაქტია, მხარეებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და ნიდერლანდელს კარიერის გაგრძელება ტიაგო მოტას გუნდში სურს, სხვა წინადადებებს კი არც კი განიხილავს.