სპალეტი გონსალესის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
ლუჩიანო სპალეტი გუნდში ნიკო გონსალესის დაბრუნების და მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ არის.
გონსალესი ატლეტიკოში იჯარის წესით ასპარეზობს, მისი შემდგომში 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
SportMediaset-ის ცნობით, ესპანელები ამ მომენტისთვის მის გამოსყიდვას არ აპირებენ და დიდი ალბათობით არგენტინელი იუვენტუსში დაბრუნდება.
წყაროს ინფორმაციით, სპალეტი გონსალესს ედონ ჟეგროვას იდეალურ შემცვლელად მოიაზრებს და მისი შენარჩუნების წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
