ნიუკასლი ზაფხულში კელის გაფორმებას ეცდება
ბრიტანული გამოცემა SportWitness-ის ცნობით, ნიუკასლი ზაფხულში იუვენტუსის მცველის ლოიდ კელის გაფორმებას ეცდება.
ინგლისელები მის ტრანსფერზე იანვარშიც მუშაობდნენ და წყაროს ცნობით, ნიუკასლი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
კელი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის და მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
