TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა ჟეგროვას პოტენციური შემცვლელი შეარჩია

იუვენტუსი რეალ ვალიადოლიდის ფეხბურთელის ჩუკის ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ესპანელი ტალანტი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და ტურინული გრანდი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.

ჩუკი ედონ ჟეგროვას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება. მას როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ესპანელის აქტივში მიმდინარე სეზონში ლა ლიგა 2-ში 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !