ბალერდი იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
მარსელის მცველი ლეონარდო ბალერდი იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
იუვენტუსი არგენტინელი მცველის გაფორმებას იანვარში ცდილობდა და 27 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მაშინ რობერტო დე ძერბიმ გუნდის კაპიტანის გაყიდვა დაბლოკა.
SportItalia-ს ცნობით, მარსელი სეზონის ბოლოს ბალერდის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლოდ 25-30 მილიონს მოითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
