ბეშიქთაში ჟეგროვას ტრანსფერით ინტერესდება
ედონ ჟეგროვა იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის და კოსოვოელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
თურქული გამოცემა Fanatik-ის ცნობით, ედონის ტრანსფერით ბეშიქთაში ინტერესდება და ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.
იუვენტუსს 26 წლის გარემარბის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
