TuttoJuve

Juve per sempre sarà

გადამწყვეტი შეხვედრა იუვენტუსსა და ვლაჰოვიჩს შორის

Corriere dello Sport-ის ცნობით, უახლოეს დღეებში იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის კიდევ ერთი, სავარუადოდ გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება.

წყაროს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ თანამშრომლობის გაგრძელება ორივე მხარეს სურს, ჯერჯერობით ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება.

სერბის ხშირი ტრავმიანობის ფონზე, იუვენტუსი მისთვის შეთავაზებული ხელფასის – 6 მილიონის გაუმჯობესებას არ აპირებს და დუშანისგან საბოლოო პასუხის მოლოდინშია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !