TuttoJuve

Juve per sempre sarà

ლობოტკა იუვენტუსში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის

ნაპოლის ნახევარმცველი სტანისლავ ლობოტკა ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.

31 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ ის სავარაუდოდ ზაფხულში გუნდს დატოვებს.

Tuttosport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის მისი იუვენტუსში ხილვა სურს და ტურინში გადასვლის წინააღმდეგი არც სლოვაკი ფეხბურთელია, მაგრამ პრობლემა ნაპოლისთან და პირადად დე ლაურენტისთან საერთო ენის გამონახვა იქნება.

ლობოტკას ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !