სენესის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა
იუვენტუსსა და მარკოს სენესის აგენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
მხარეები კონტრაქტის ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც მოლაპარაკებები შეწყდა და სავარაუდოდ არ განახლდება.
მატეო მორეტოს ინფორმაციით, სენესის უფასოდ გაფორმებას ჩელსი, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი ცდილობენ, იუვენტუსი კი მათთან ფინანსურ ომს არ აპირებს და ალტერნატიული ვარიანტების ძიებაშია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
