TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტეუნ კოპმეინერსი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება და ბიანკონერი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ატალანტა მის გაშვებას დათანხმდება.

ბერგამოელების დირექტორის კომენტარის მიუხედავად (იხილეთ აქ), რომ კოპმეინერსი არ იყიდება, ნიდერლანდელს კარიერის იუვენტუსში გაგრძელება სურს, რაც ტურინულ გრანდს საქმეს გაცილებით უმარტივებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მატიას სულეს გაყიდვისთანავე ლა დეას გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და ტრანსფერის დახურვას ეცდება.