TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

უარის მიღების შემდეგ, რომა იუვენტუსს ახალ წინადადებას უმზადებს

რომა მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იუვენტუსს უახლოეს პერიოდში გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა ტურინულ გრანდს არგენტინელის სანაცვლოდ 26 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ბონუსების ჩათვლით 30 მილიონამდე გაიზრდება.

ლესტერი იუვენტუსს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობს, თუმცა თავად ფეხბურთელს რომაში გადასვლა სურს. მან ჯალოროსისთან 5-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 2 მილიონი იქნება.