TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მირეტის ტრანსფერით კომოც დაინტერესდა

ფაბიო მირეტიმ იუვენტუსთან ახლახანს კონტრაქტი გაახანგრძლივა და ტიაგო მოტამ პრეს-კონფერენციაზე მასზე საკმაოდ პოზიტიურად ისაუბრა (იხილეთ აქ), მაგრამ მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

ბიანკონერი იტალიელი 1-წლიანი იჯარით გაშვებას განიხილავს, რაც ფეხბურთელს სტაბილურ სათამაშო პრაქტიკას მისცემს, შემდეგ კი ის ბიანკონერის რიგებში დაბრუნდება.

SportItalia-ს ცნობით, კომომ იუვენტუსს მირეტის თაობაზე მიმართა. სესკ ფაბრეგასის გუნდს მისი 1-წლიანი მშრალი იჯარით აყვანა სურს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ტიაგო მოტა მიიღებს.