სპალეტის იუვენტუსში ედერსონის ხილვა სურს
იუვენტუსი ზაფხულში ატალანტას ფეხბურთელის ედერსონის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
ედერსონის მიმდინარე კონტრაქტი ლა დეასთან 2027 წელს იწურება, ამიტომ ატალანტას ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევს. ამ მომენტისთვის ბრაზილიელის ტრანსფერზე ყველაზე მეტად ატლეტიკო აქტიურობს. ატალანტას მის სანაცვლოდ 40-45 მილიონის მიღება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
