TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პაგანინი:“ კოპმეიენრსს იუვენტუსში თამაში სურს და ატალანტამ ეს კარგად იცის…“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ ტეუნ კოპმეინერსის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„პერკასის სიტყვები კოპმეიენრსის თაობაზე (იხილეთ აქ) დიდი თამაშის ნაწილია. ატალანტამ კარგად იცის, რომ ტეუნს იუვენტუსში გადასვლა სურს, ფეხბურთელს ტურინელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ლა დეა მის სანაცვლოდ მაქსიმალურად ბევრი ფულის მიღებას ეცდება.“

იუვენტუსი ატალანტას კოპმეინერსის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მატიას სულეს გაყიდვის შემდეგ მიმართავს და ტრანსფერის დახურვას ეცდება.